Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

20-03-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებსა და მომავალ გეგმებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია