საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატმა სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზი, მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას. |