Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

13-02-2020
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  2019 წლის 26 ივლისს, 12 აგვისტოს და 19 ნოემბერს სარჩელით მომართეს შპს ,,ქუთექსის“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, მოპასუხე შპს ,,ქუთექსის“ მიმართ.


აღნიშნულ სარჩელებზე  მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2019 წლის 26 ივლისს შემოსულ სარჩელზე, ხოლო მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულ იქნა 2019 წლის 04 ნოემბერს. სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, თუმცა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი.  აღნიშნული სხდომა გადაიდო და მოსარჩელე მხარეს დაევალა მოპასუხისთვის დაზუსტებული სარჩელის ჩაბარება.


2019 წლის 26 ივლისის, 12 აგვისტოს და 19 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელების მოპასუხე მხარეზე ჩაბარება დღემდე ვერ ხერხდება, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა განჩინებები შსს ტერიტორიული ორგანოსთვის - მოპასუხე მხარეზე სარჩელის ჩაბარების დავალების შესახებ.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია