ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. რა დროსაც ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მენეჯერს. საუბარი შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის საპროცესო პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. სტუდენტები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". სტუდენტები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას. |