Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მემორანდუმი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან

26-09-2013
მემორანდუმი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან

2013 წლის 26 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ თემურ გოგოხიამ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს.

 

მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს სამართლებრივი კვლევების ჩატარებას. ასევე სასამართლო სისტემის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო საქმიანობასა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანს კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს. სტუდენტებისათვის სასამართლო სისტემის გაცნობა, მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობისა და სამართლებრივი საკითხების თაობაზე ხელს შეუწყობს მომავალი იურსიტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია