Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა

19-12-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2013 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რა დროსაც მათ გაინაწილეს პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ მტკიცებულებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი. მსგავსი ღონისძიებების მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობა, მათში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ახალი სასამართლო სისტემის განვითარება, სადაც გადაწყვეტილებას თავად საზოგადოება იღებს. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია