Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

31-03-2011

2011 წლის 31 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ზაალ კაპანაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ზაალ კაპანაძეს ბრალი ედებოდა წყალტუბოს რაიონში მცხოვრები ქ.ს.-ს საცხოვრებელ სახლში შეღწევასა და ბინის ხელშეუხებლობის დარღვევაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლომ გაარკვია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზაალ კაპანაძე ქ.ს.-ს საცხოვრებელ სახლში შემთხვევით აღმოჩნდა. მას გაცნობიერებული არ ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და არც სხვისი ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის წინასწარი განზრახვა გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ზაალ კაპანაძე უდანაშაულოდ ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია