|   2012 წლის 22 ივნისიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:   კერძოდ, ამოღებულ იქნა "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის 11 და 5 პუნქტები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებდნენ სახელმწიფო ბაჟის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხვას. 2012 წლის 22 ივნისიდან სახელმწიფო ბაჟი მხარეთა მიერ შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე. :   ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტებია: ბანკის დასახელება - ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი - TRESGE22 ანგარიშის N - 200122900 თვითმმართველი ერთეულის დასახელება სახაზინო კოდი:  • საჩხერე 3 0022 3150 • ჭიათურა 3 0026 3150     |