Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

10-12-2019

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

 

2018 წლის 05 დეკემბრიდან 2019 წლის 09 დეკემბრამდე, საჩხერის რაიონულ  სასამართლოში, ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  18(თვრამეტი)  განცხადება შემოვიდა. 16 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - იროდი ასანიძემ.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა. 

 

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელი დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

 

 

 

იროდი ასანიძე

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი,

სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია