Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

03-12-2019

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს 

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ. 

2019 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 17 განცხადება, აქედან სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას შეეხებოდა 12 განცხადება,  გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას - 4 განცხადება, 1 განცხადება მოიცავდა როგორც სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილების ასლების მოთხოვნას.  15 განცხადება დაკმაყოფილდა, ხოლო ორ განცხადებას, რომლთაგან ერთი შეეხებოდა გადაწყვეტილების ასლის მიწოდებას, ხოლო მეორე სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას - ეთქვათ უარი. 

გასაჩივრდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული ორი გადაწყვეტილება. 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანით სამტრედიის რაიონულ სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.  

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

ნანა გრიგოლია 

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი  

ქ. სამტრედია  ძმები ნინუების  1, ტელ: (0411)22-12-18; 22-36-45, ფაქსი: (041122-11-17

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია