ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მასპინძლობა გაუწია დაბა სურამის №4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, გაეცნენ სასამართლოს მუშაობის ყოველდღიურობას და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მიმდინარეობს მართლმსაჯულების პროცესი. ⚖️
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს – მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, რა როლი აკისრიათ მათ სასამართლო პროცესში და რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მონაწილეობა მართლმსაჯულებაში.
ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სასამართლო სისტემისადმი ნდობის განმტკიცებას.
|