Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Tanamdebobis aRwera

მოსამართლის თანაშემწე

20-02-2014

საერთო სასამართლოებში საქმეთა სასამართლო განხილვის ორგანიზების მიზნით მოსამართლის თანაშემწე ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს.

მოსამართლის თანაშემწე: 

ა) იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად; 

ბ) მოსამართლის დავალებით ამზადებს სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებათა პროექტებს; 

გ) სასამართლო პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს; 

დ) უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში; 

ე) ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და გადასცემს მათ სამართალწარმოების მონაწილეებს; 

ვ) დროულად შეაქვს ცვლილებები და დამატებები საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში; 

ზ) განსახილველი საქმის მიხედვით კრებს და აწვდის მოსამართლეს საჭირო ლიტერატურას; 

თ) თვალყურს ადევნებს დამოწმებული უწყებების დაბრუნებას სასამართლოში და მოახსენებს მოსამართლეს ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზებს; 

ი) ჟურნალში ატარებს ყოველ დამთავრებულ საქმესა თუ მხარეთათვის გასაგზავნ დოკუმენტებს და გადასცემს კანცელარიას ან ექსპედიციას. 

კ) დამთავრებულ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აბარებს სასამართლოს კანცელარიას, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეთა აღრიცხვის შესაბამის ჟურნალებში.

სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

დ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

პირი თავისუფლდება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია