Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Tanamdebobis aRwera

კანცელარიის მოხელე

20-02-2014

სასამართლოს კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოებას. 

სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს: 

ა)სასამართლოში შემოსული კორესპოდენციის, ნივთმტკიცების მიღებას, რეგისტრაციას, მათ ადრესატებისათვის დაგზავნას; 

ბ)სასამართლოში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეების გადაცემას სასამართლოს თავმჯდომარისათვის ან შესაბამისი პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისათვის;

გ) პირველადი სტატისტიკური დოკუმენტების წარმოებას, სტატისტიკური ანგარიშების სწორ და დროულ შედგენას; 

დ) სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძველზე ზემდგომ სასამართლოში საქმეთა გაგზავნასა და დაინტერესებულ პირთათვის შეტყობინებას (საჩივრის შემტან პირს ეცნობება საჩივარზე პირადი ხელმოწერით, ხოლო საჩივრის ფოსტით გამომგზავნს გაეგზავნება შეტყობინება); 

ე)იმ თანხების ამოღების კონტროლს, რომლებიც პირს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 

ვ) კერძო განჩინება">განჩინებათა აღრიცხვას და კონტროლს მათი დროული შესრულებისადმი; 

ზ)სასამართლოს ბრძანებათა, განჩინება">განჩინებათა (დადგენილება">დადგენილებათა) და განკარგულებათა წიგნის წარმოებას; 

თ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვასა და უსაფრთხო შენახვას; 

ი) სასამართლო არქივის წარმოებას იმ სასამართლოებში, სადაც ცალკე არ არის გამოყოფილი არქივი; 

კ) საიდუმლო საქმისწარმოებას კანონით დადგენილი წესით; 

ლ) ნივთიერ მტკიცებულებათა უსაფრთხო შენახვასა და დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულიდანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ; 

ნ) საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების საფინანსო სააგენტოსათვის გაგზავნის თაობაზე. 

კანცელარიის უფროსი: 

ა) ხელმძღვანელობს კანცელარიისა და სასამართლოს არქივის საქმიანობას (თუ სასამართლოში არ არის არქივარიუსის შტატი); 

ბ) ანაწილებს სამუშაოს სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა შორის; 

გ) რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში აწარმოებს სასამართლოს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და აკონტროლებს მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; 

დ)განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას, საჩივრებს, განცხადებებს და მოახსენებს სასამართლოს თავმჯდომარეს;

ე) ახდენს ყველა შემოსული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმისა და სხვა დოკუმენტების რეგისტრაციას ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში”;

ვ) უზრუნველყოფს განრიგების წარმოებას;

ზ) აკონტროლებს პირველადი სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტების წარმოებას;

თ)აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათებისა და საქმის განხილვის ფორმულარის წარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, აგრეთვე პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში წარმოდგენას, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროულად შედგენას; 

ი) აკონტროლებს ზემდგომ სასამართლოში იმ საქმეთა დროულ გაგზავნას, რომლებზეც შემოსულია სააპელაციო, საკასაციო ან კერძო საჩივარი;

კ)აწარმოებს კერძო განჩინება">განჩინებათა (დადგენილება">დადგენილებათა) აღრიცხვას და აკონტროლებს იმ მიმოწერას, რაც მათ აღსრულებას ეხება;

ლ) აკონტროლებს სხვა სასამართლოდან გამოგზავნილ სასამართლო დავალებათა აღრიცხვას;

მ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების, ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზაციას.

კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ: 

ა)სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა და სხვა მასალების რეგისტრაციას, აღრიცხვასა და შენახვას (რეგისტრაციის შემდეგ საქმეს გადასცემენ მოსამართლეს ან მის თანაშემწეს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით);

ა1)სასამართლოში სარჩელის შეტანისას მოსარჩელეთა მიერ პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის შევსებას. სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში ამ ფორმულარს შესავსებად უგზავნიანმოპასუხეს, ხოლო თუ სარჩელი ფოსტითაა გაგზავნილი, ასევე – მოსარჩელეს. მოსარჩელე და მოპასუხე, რომელთაც ფოსტით გაეგზავნათ ფორმულარი, ვალდებული არიან შევსებული ფორმულარი დაუბრუნონ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოსამართლის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის დანიშნულ ვადაში; 

ბ) სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბარათების წარმოებას; 

გ) სტატისტიკური ანგარიშების შედგენას; 

დ)სასამართლოს აღმასრულებლისათვის გადაცემული სააღსრულებო დოკუმენტების რეგისტრაციასა და აღრიცხვას; 

ე)სასამართლოს განაჩენების, გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებების აღსრულებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და გაგზავნას;

ვ) დამთავრებული საქმეების, ჟურნალებისა და ბარათების მომზადებასა და არქივში ჩაბარებას;

ზ) სასამართლოს საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემას, რაც უნდა მოხდეს განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნისა და მოსამართლის ნებართვის საფუძველზე;

თ) სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლისა და კანცელარის გამგის სხვა დავალებათა შესრულებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია