Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

regulaciebi

ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქარელის მაგისტრატ სასამართლოში) ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 მარტის N09 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესა

22-03-2021

ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქარელის მაგისტრატ სასამართლოში) ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 მარტის  N09 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

დროებითი შინაგანაწესი

 

მუხლი 1

ხაშურის რაიონული სასამართლოს (შემდგომში - სასამართლო) შენობაში დაიშვებიან მხოლოდ მოსამართლეები, სასამართლოს მოხელენი (სასამართლოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურენი, შემდგომში - მოხელეები) და ის ფიზიკური პირები (შემდგომში - მოქალაქეები), რომლებიც წარმოადგენენ პროცესის მონაწილე პირებს, ასევე, დამსწრეები ამ შინაგანაწესით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

მუხლი 2

სასამართლო სხდომის გასაშუქებლად დაიშვება ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლით განსაზღვრული წესით შერჩეული მხოლოდ ერთი საერთო საეთერო მაუწყებლის წარმომადგენელი ორი ფიზიკური პირი (ოპერატორი და კორესპონდენტი).

 

მუხლის 3.

შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და ა მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება. დამსწრეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 4-ით მე-2 და მე-3 დარბაზებში და არაუმეტეს 8-ით პირველ და მე-4 დარბაზებში და ქარელის მაგისტრატი სასამართლოს სხდომის დარბაზში. შეზღუდვა არ ეხება პირებს, რომლებიც ახორციელებენ ბადრაგირებას.

მუხლი 4

   1.  სასამართლოს შენობაში შესვლისას მოხდეს მანდატურის მიერ მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება; განხორციელდეს სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა და მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა. თუ მოქალაქეს აღმოაჩნდება 370C-ზე მაღალი ტემპერატურა, იგი სასამართლოს შენობაში არ დაიშვება.

2. სასამართლოს შენობაში შესული მოქალაქე დაუყოვნებლივ და უმოკლესი გზით გადაადგილდება სხდომათა იმ დარბაზისაკენ, სადაც უნდა გაიმართოს სასამართლო სხდომა მისი მონაწილეობით. სხდომის დასრულებისთანავე, მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სასამართლოს შენობა იმავე მარშრუტით.

სასამართლოს შენობის ფოიეში ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 6 მოქალაქე (სასამართლოს მომხმარებელი) 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით. შენობაში მოქალაქეთა მიზნობრივ გადაადგილებაზე ზედამხედველობა ეკისრება სასამართლოს მანდატურის სამსახურს.

3. სასამართლოს შენობაში, მათ შორის სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

 

მუხლი 5

აიკრძალოს სასამართლოში საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების გამართვა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

 

მუხლი 6

1. აეკრძალოს სასამართლოში გამოცხადება მოხელეს:

 რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ, COVID-19-ის (ახალი კორონავირუსი) მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი - ამგვარი კონტაქტის ქონიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (info@moh.gov.ge). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს სასამართლოს მენეჯერს. შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

 

მუხლი 7

1. სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს:

ა) ორსული მოხელე, ასევე - მოხელე, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები;

ბ) 60 წლის ასაკს მიღწეული მოხელე;

გ) ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე მოხელე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, დასაშვებია - მოხელემ, მისი თხოვნის საფუძველზე, თავისი უფლებამოსილებების შეასრულოს სამუშაო კვირის განმავლობაში სასამართლოს მენეჯერის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად.

3. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ მოხელეებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

4. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი მოხელე ვალდებულია - მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

5. დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფ მოხელეს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

 

მუხლი 8. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ სამუშაო მაგიდებზე უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერების მოწყობა ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლების უზრუნველყოფა სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით; დისტანციის დაცვის მიზნით მოხდეს პირობითი ნიშნების განთავსება (იატაკზე შესაბამისი სტიკერების, ნახაზების სახით და ა.შ.).

მუხლი 9.

1. თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

2. შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

3. სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები, ასევე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი.

 

მუხლი 10.

მიეცეთ რეკომენდაცია ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს: უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, მიზანშეწონილობის შემტხვევაში პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 11.

საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია