ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა დარბაზები და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს გაცნობოდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას.ასევე დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით,რაზეც მიიღეს შესაბამისი განმარტებები.შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურები.სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით და გაწეული დახმარებით.
ხაშურის რაიონული სასამართლო დაინტერესების შემთხვევაში მომავალშიც გააგრძელებს სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრებს. |