Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

03-02-2016
ხაშურის  რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

   ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვალს ქ. ხაშურის №4 საჯარო  სკოლის მე-9 კლასის მოსწავლებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. ასევე დიდი ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის  განხილვის წესზე. მოსამართლის თანაშემწემ მათ მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.   ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის, როგორც ხაშურის რაიონულ, ასევე ქარელის მაგისტრაატ სასამართლოში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია