Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას.

25-02-2016
ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას.

ხაშურის რაიონულ  სასამართლომ ამჯერად ხაშურის № 8  საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. ასევე დიდი ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის  განხილვის წესზე. სხდომის მდივანმა მათ მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.   ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის, როგორც ხაშურის რაიონულ, ასევე ქარელის მაგისტრაატ სასამართლოში

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია