Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს ხაშურის რაიონული სასამართლოს აპარატში სტაჟიორთა მიღებაზე

22-09-2016

ხაშურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს ხაშურის რაიონული სასამართლოს აპარატში სტაჟიორთა მიღებაზე


    სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვემდე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი,სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

    სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

    სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიულიაქტების ცოდნა:

) საქართველოს კონსტიტუცია;

) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;

) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესოკოდექსები;

) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

"", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

   დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხაშურის  რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშ (მის: . ხაშური, კოსტავას . №15) უნდა წარმოადგინონ:

) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);

) cv;

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;

ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);

   კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

   საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება განცხადების გამოქვეყნებიდან 26 დღის ვადით, 2016  წლის  07 სექტემბრიდან,  09:30 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

   კონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. 

 

დამატებით ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე: . ხაშური  კოსტავს . №15. ან  დაკვიკავშირდ ტელ: (0368) 24-22-39;   მობ: 577-28-42-49;

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია