Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

27-05-2019
 ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

ხაშურის რაიონულ სასამართლომ 2019 წლის 24 მაისს ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. ასევე დიდი ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესზე. სასამართლოს აპარატის თანამშრომელმა ანა გუდაძემ მათ მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის, როგორც ხაშურის რაიონულ, ასევე ქარელის მაგისტრაატ სასამართლოში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია