Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო პროცესი ქარელი მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

29-01-2020
იმიტირებული სასამართლო პროცესი ქარელი მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

2020 წლის 29 იანვარს ხაშურის რაიონული  სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს მენეჯერს და აპარატის თანამშრომლებს, დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. აღნიშნულის შემდეგ,  მოსწავლეების მონაწილეობით სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ქარელის მაგისტრატ სასამართლოში სტუმრობით და მსგავსი სახის ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მოსწავლეებში პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას. ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების განხორციელებას.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია