Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

21-02-2020
 ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

ხაშურის რაიონულ სასამართლომ 2020 წლის 20 თებერვალს ქარელის რაიონის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. ასევე დიდი ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესზე. სასამართლოს აპარატის თანამშრომელმა ანა გუდაძემ მათ მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის, როგორც ხაშურის რაიონულ, ასევე ქარელის მაგისტრაატ სასამართლოში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია