Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონულ სასამართლოს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

11-11-2022
 ხაშურის რაიონულ სასამართლოს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

2022 წლის 27 ოქტომბერს, ხაშურის რაიონულ სასამართლოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა- პანსიონის მე - 8 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირმა გოგალაძე და სხდომის მდივანი ანა გუდაძე შეხვდა. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისათვის სასამართლოს საქმიანობის და სისტემის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოზე და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე, პროფესიის სწორად არჩევაზე და კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ გახდეს მოსამართლე.
სხვადასხვა პროცესუალური საკითხების გარდა მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, დასვეს კითხვები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის, პროცესში მონაწილე მხარეთა როლების, მათი უფლებების შესახებ, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.
სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები, გაეცნენ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების საქმიანობას და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლემ მოსწავლეებს მცირედი საჩუქრები გადასცა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია