Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში

23-06-2023
 იმიტირებული სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში

 

1.       2023 წლის 17 ივნისს, ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ეგიდით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მონაწილეებად სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო სხდომისთვის მომზადება მოსწავლეებმა მიიღეს ტრენინგებში, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მიმდინარეობდა სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ეგიდით, დისციპლინაში - პრაქტიკული სამართლის კლინიკა. ტრენინგებს ატარებდა ამავე უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი - ირაკლი გურეშიძე. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობას მიიღო 24 მოსწავლემ, საიდანაც, 15 მოსწავლე მონაწილეობას იღებდა ნაფიცი მსაჯულის, ხოლო 9  მოსწავლე - მხარის სტატუსით.

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია