2024 წლის 31 ოქტომბერს, ხაშურის რაიონულ სასამართლოს N 1 საჯარო სკოლის მე - 9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ხაშურის რაიონული სასამართლოს მენეჯერი და სხდომის მდივანი ანა გუდაძე შეხვდა. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისათვის სასამართლოს საქმიანობის და სისტემის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოზე.
სხვადასხვა პროცესუალური საკითხების გარდა მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, დასვეს კითხვები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის, პროცესში მონაწილე მხარეთა როლების, მათი უფლებების შესახებ, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.
სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები, გაეცნენ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების საქმიანობას და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.
სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოში ვიზიტით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც განაგრძობს მსგავს შეხვედრებს. |