Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სტუდენტებს უმასპინძლა

14-04-2014
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სტუდენტებს უმასპინძლა

2014 წლის 10-11 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს, რომლებმაც გააცნეს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა და მართლმსაჯულების განხორციელების წესი.

სტუდენტები დაესწრნენ სასამართლო პროცესებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პროცესების მიმდინარეობაზე და სამართლებრივ შედეგებზე.

შეხვედრისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. მათ დაათვალიერეს სასამართლოს  ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს  ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და  აღჭურვილობით, ასევე თანამშრომლების კეთილგანწყობით და  გამოთქვეს მსგავსი შეხვედრის ხშირად გამართვის სურვილი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია