Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროფესიული ტესტირება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

06-08-2014
პროფესიული ტესტირება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

2014 წლის 31 ივლისსა და 5 აგვისტოს  ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ამირან ძაბუნიძის ინიციატივით ხელვაჩაურის რაიონული, ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატი სასამართლოების  21 თანამშრომელსა და სტაჟიორებს ჩაუტარდათ პროფესიული ტესტირება რაც ემსახურება თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას. ტესტები შემუშავდა მოსამართლე დავით კეკენაძის მიერ, რომელიც ამავდროულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტია.

გამარჯვებულს-მოსამართლის თანაშემწე ნონა დუმბაძეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი, (33 კითხვიდან 31-ს გასცა სწორი პასუხი), მეორე - მესამე ადგილებზე გასულ- სხდომის მდივან ნაირა აბაშიძესა ( 33 კითხვიდან 30-ს გასცა სწორი პასუხი) და  კანცელარიის სპეციალისტს სოფიკო აბაშიძეს   ( 33 კითხვიდან  28-ს გასცა  სწორი პასუხი) სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით  გამოეცხადათ  მადლობა; აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში მონაწილე პირებმა გამოავლინეს სამართლის სხვადასხვა დარგისა და კომუნიკაციის სტანდარტების ცოდნის მაღალი დონე. აღნიშნული სახის ღონისძიებები სამომავლოდაც ჩატარდება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია