Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურს

16-10-2015

 

 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. 

სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 (ექვსი)თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი. 

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

) საქართველოს კონსტიტუცია;

) საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონი;

) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;

) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო      კოდექსები;

) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.

 

", „" და" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: . ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358  ტელ: (0422) 25 86 08 ) უნდა წარმოადგინონ:

) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);

) ავტობიოგრაფია;

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;

) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად;

-  კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის  გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 

- კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

საბუთების წარდგენის ვადაა 2015 წლის 19 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

 

დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: (მის: . ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358  ტელ: (0422)25 86 08), მობ.№577148896

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია