ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სასამართლოს აპარატის შემდეგ საშტატო თანამდებობებზე:
1) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების კურიერი; 2) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატური. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 1) აპლიკაციების გადარჩევა 2) გასაუბრება. მე-2 ეტაპზე მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მე-2 ეტაპზე გადასულ კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 27 ოქტომბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge ,,ვაკანსიების ძებნის“ გვერდზე, ველში ,,დამსაქმებელი“, მიუთითეთ ,,ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. |