Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია სისხლის სამართლის N1-135 საქმეზე

24-12-2012
ინფორმაცია სისხლის სამართლის N1-135 საქმეზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მერაბ მალაყმაძის მიმარ, რომელიც მიცემული იყო პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მერაბ მალაყმაძემ  2012 წლის 30 აგვისტოს ეჭვიანობის ნიადაგზე დანის გამოყენებით  ჩაიდინა ოთარ გოგიტიძის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ოთარ გოგიტიძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმის არსებითად განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა მერაბ მალაყმაძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული  დანაშაულისათვის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მერაბ მალაყმაძის მითითებული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მერაბ მალაყმაძის მხრიდან განხორციელებულ მუქარას არ გამოუწვევია ამ მუქარის ადრესატის  შიში, მით უფრო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.  

სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული მერაბ მალაყმაძე უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული  დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია