Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

16-03-2020

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის 1 რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2020 წლის 16 მარტს   მიიღო 17 ბრძანება - ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მათ შორის ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებში) კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის თანახმად:

 

1. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ (მათ შორის ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებმა)  უზრუნველყოს:

 

ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით;

 

ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

 

გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

 

დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობის შეზღუდვა;

 

ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს შენობაში;

 

ზ) სასამართლოს შენობაში შესვლისას მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება;

 

თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა;

 

ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;

 

კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;

 

ლ) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.  

 

2. მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ მ ა :

 

ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის რეგულაციაში;

 

ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;

 

გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

 

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მათ შორის ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებში) დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებიდან ან ასეთი კონტაქტის ქონიდან  10 სამუშაო დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.

 

4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (info@moh.gov.ge). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

 

5. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მათ შორის ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებში)  დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

 

6. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მათ შორის ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებში) საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

 

7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.

 

8. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

9. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

 

10. მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

 

11. სასამართლოს შენობაში მყოფმა პირებმა დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

 

12. სასამართლოს შენობაში შესვლისას მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავებაზე კონტროლი განახორციელოს სასამართლოს მანდატურის სამსახურმა;

 

13. სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მისაღებად მოქალაქეთა მისაღებში განთავსდეს  სპეციალური ყუთი. 

 

14.  მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ყუთი შემოწმდეს პერიოდულად (დაახლოებით ყოველ ერთ საათში) ყუთში მოთავსებული სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაციის მიზნით.

 

15. ბრძანების მოქმედება განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის  1 რეკომენდაციის გაუქმებამდე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია