Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

04-09-2013
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ბრალდებული მ. ა-ძე სსკ-ის 130-ე მუხლის  მე-2 ნაწილით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.   

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენით გამოტანისათვის  საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ. ა-ძის  ბრალეულობაში.

მეან გინეკოლოგმა (ბრალდებულმა) მორიგეობის დამთავრების შემდეგ მშობიარე ს. დ-ძე გადააბარა სერტიფიცირებულ მეანგინეკოლოგ ნ. ა-ძეს, რომელმაც პაციენტის მშობიარობა განახორციელა 4 საათის შემდეგ; ახალშობილი დაიბადა თავის ტვინის დაზიანებით. ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით გაუწევლობა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის. ასევე ვერ დადგინდა ბრალდებულის მეთვალყურეობის პერიოდში მშობიარესათვის საკეისრო კვეთის განხორციელების აუცილებლობა; (რაც ბრალად ქონდა წარდგენილი მ. ა-ძეს).

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია