Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სტუდენტებს უმასპინძლა

06-11-2013
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სტუდენტებს უმასპინძლა

2013 წლის 06 ნოემბერს   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს, რომლებმაც გააცნეს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა და მართლმსაჯულების განხორციელების წესი.

სტუდენტები დაესწრნენ სისხლის სამართლის პროცესს.

შეხვედრისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. მათ დაათვალიერეს სასამართლოს  ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს  ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და  აღჭურვილობით, ასევე თანამშრომლების კეთილგანწყობით და  გამოთქვეს მსგავსი შეხვედრის ხშირად გამართვის სურვილი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია