Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურს სტაჯიორთა მისაღებად

24-03-2016
ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურს სტაჯიორთა მისაღებად

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
 სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვით. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერისა და  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 

)  საქართველოს კონსტიტუცია;
) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი  და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
)  საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

) ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი

) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებსაქართველოს კანონი;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.

იხ.ლინკი http://www.court.ge/courts/zestafonis_raionuli_sasamarTlo/?page=420

,,“, ,,და ,,ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სპეციალიზაციის გათვალისწინებით.  კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობას გაგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მომოთხოვნებს. კანდიდატთა დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელეკრონული ფოსტის საშვალებით. კონკურს ჩაატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სტაჯირების კომისია (მისამართი ქ. ზესტაფონი წერეთლის ქ #7 განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 3 აპრილი. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე : www.hr.goc.ge  ვაკანსიების ძებნის გვერდზე ველში მიუთითეთ ,, დამსაქმებელი' ზესტაფონის რაიონული სასამართლო'.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია