Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

27-02-2014

ზესტაფონის რაიონული სასამართლო   ზესტაფონის რაიონული სასამართლოპირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2009 წლის 2 დეკემბერიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ზესტაფონის, ასევე თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულა 24 საჯარო მოსამსახურე. ზესტაფონის რაიონული სასამართლო განთავსებულია . ზესტაფონში, წერეთლის ქუჩა №7-ში. შენობა სასამართლოს გადაეცა 2006 წელს. ამავე წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში. სასამართლოს შენობა არის სამსართულიანი. დამატებითი სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში. ქვედა სართულზე მდებარეობს 2 სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ერთი სხდომის დარბაზი, სადაც ყველა კატეგორიის საქმე განიხილება. შენობის მე-2 სართულზე მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამართლის საქმეები. შენობის მე-3 სართულზე განთავსებულია ერთი სხდომის დარბაზი, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები განიხილება. სხდომის დარბაზებთან ერთად შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.   ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა 48-ში. აშენობა სასამართლოს გადაეცა 2009 წელს. სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2010 წელს განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახი ოთახი, ხოლო მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.   თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია . თერჯოლაში, ლეონიძის ქუჩა №2-ში. 1981 წლიდან აღნიშნული შენობაში ფუნქციონირება დაიწყო თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ. 2008 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში. შენობაში განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, სხდომის დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია