Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა

28-11-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა

2012 წლის 7 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი - ბრალდებულ ზ. ა-ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებაში. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად 2011 წლის 27 ივნისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზ. ა-ს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. 2011 წლის 27 ივლისს, გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და ზ.ა ინფორმირებულ იქნა დაკისრებული მოვალეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ზ. ა-მ ჯიუტად აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას. გადასახდილი თანხა 1400 ლარს შეადგენს.  

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ზ. ა-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

 

სასამართლო სხდომაზე, საქმეში არსებული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალიმენტის გადაუხდელობით დაზარალებულის მიმართ არსებული ვალი 1400 ლარი გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით კერძოდ, ბრალდებულის უმუშევრობით და შესაბამისად მატერიალური შემოსავლების არარსებობით.

 

სასამართლომ ბრალდებული ზ. ა-ე უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია