Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორ სისხლის სამართლის საქმეზე ორი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

21-03-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორ სისხლის სამართლის საქმეზე  ორი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

 

ბრალდებული გ. ლ. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაამრთლა.


2012 წლის  21 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ გ..-ს  მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა თვითნებობაში ე.ი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ს.ს.კ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკევთას ვადით ერთ წლამდე.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად 2012 წლის 15 იანვარს ქ. ზესტაფონში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გ..-მ მიიჩნია რა თავისად, თვითნებურად დაეუფლა  მისი მეგობრის მ..-ს კუთვნილ 350 ლარად ღირებულ სონის ფირმის ფოტოაპარატს და 170 ლარად ღირებულ ნოკიას ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გ..-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება. 

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ციფრული ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი შეძენილი იყო ბრალდებულ გ..-ს მიერ და წარმოადგენდა მის საკუთრებას, რაც დროებითი სარგებლობისათვის გადაცემული ჰქონდა დაზარალებულ მ..-ს.

სასამართლომ ბრალდებული გ.. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

ბრალდებული დ. გ. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაამრთლა.

2012 წლის  21 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ დ..-ს  მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდებაში. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ს.ს.კ-ის 176-ე მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდებული დ.. 2005 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ..-სთან, რომელტანაც ამჟამად ჰყავს 6 წლის შვილი ა. გ. 2007 წლიდან ისინი განქორწინდნენ. 2010 წლის 8 ნოემბრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით დ..ს დაეკისრა ალიმენტის თანხის გადახდა ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით. დ..-მა 2010 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე გადაიხადა 360 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას ჯიუტად არიდებს თავს, რის გამოც ალიმენტის გადაუხდელობით გამოწვეული დავალიანება შეადგენს 440 ლარს.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა დ..-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება. 

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ალიმენტის გადაუხდელობით დაზარალებულის მიმართ არსებული ვალი 440 ლარი გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, ბრალდებულის უმუშევრობით და შესაბამისად მატერიალური შემოსავლების არარსებობით.

სასამართლომ ბრალდებული დ.. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია