Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

07-02-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული  უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

 

2012 წლის 7 თებერვალს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ - რ. .-ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით - რ..-მ 2011 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაიცნო ს.. ერთად ყოფნისას რ. თ.მ შენიშნა ს. დ.-ს ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და გადაწყვიტა ხელსაყრელი შემთხვევისთანავე მას ფარულად დაუფლებოდა, რაც მოყვანილ იქნა სისრულეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, აღნიშნული დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა რობერტ თევზაძემ წარდგენილ  ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

        სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ამასთან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.. უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.  

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია