Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

 ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

26-12-2011
 ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორი ბრალდებული  უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

 

 2011 წლის 26  დეკემბერს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის  შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი  ბრალდებულების -- უ,,-ს და გ,,-ს  მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის --  თვითნებობის   ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

კერძოდ, piris braldebis Sesaxeb dadgenilebis Tanaxmad  .. და გ.. 2009 წლის ნოემბერში თბილისიდან ჩავიდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში -- ნ..-ს სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გ.. და უ.. მიიჩნიეს რა თავისად, სახლში არსებული ნ..-ს კუთვნილი სპილენძისგან დამზადებული არყის სახდელი ქვაბი, თვითნებურად, ისე რომ არ შეატყობინეს ნივთის მესაკუთრეს, მიყიდეს მეზობელს -- ჟ..-ს, რითაც ნ..ს მიადგა  600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

  სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულებმა --  უ.. და გ..  წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს  გამართლება.

    სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის. 

სასამართლომ   ბრალდებულები -- უ.. და გ..  უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ  მიმართ   გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია