Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

,,მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ საქმის განხილვა დასრულდა"

25-02-2019

2019 წლის 25 თებერვალს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ . .- მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179- მუხლის 1-ლი ნაწილით. სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდეგ, სასამართლომ . გ.- მიმართ საქართველოს სსკ 179- მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ 150- მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ 151- მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 150- მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 151- მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ 150- მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით;

 

საქართველოს სსკ 151- მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ . .- (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივნისიდან;

 

მსჯავრდებულ . .-, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია