Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს!

08-10-2021
     ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს!

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ზესტაფონის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსს ჩაატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია (მისამართი ქ.ზესტაფონი წერეთლის ქ.№7). განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ოქტომბერი სტაჟირების ვადად განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე, ანაზღაურების გარეშე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი",მიუთითეთ ,,ზესტაფონის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია