ზესტაფონის რაიონული სასამართლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების თანახმად, მხოლოდ ზესტაფონის რაიონული, ხარაგულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მაგისტრატი სასამართლოს აპარატის IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების საყურადღებოდ ავრცელებს შეტყობინებას, რომ შეტყობინების გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში ამავე ვებგვერდის მეშვეობით მიიღება განაცხადები ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველთა გამოსავლენად. გადასაყვანი პირი გამოვლინდება განცხადების მსურველთა სასამართლოს თავმჯდომარესთან გასაუბრების გზით. |