Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

07-12-2022
ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ზესტაფონის  რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის - III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (02 საშტატო ერთეული) და  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს  მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მანდატურის IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (01 საშტატო ერთეული) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია -განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 დეკემბერი.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ზესტაფონის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია