ზესტაფონის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მანდატურის IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (01 საშტატო ერთეული) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია -განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 ივლისი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ზესტაფონის რაიონული სასამართლო".
|