Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

27-09-2023

ზესტაფონის  რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე: 1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის - III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის -1 საშტატო ერთეული,  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს  მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის - III რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის -1 საშტატო ერთეული და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს  თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის -1 საშტატო ერთეული.  კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 ოქტომბერი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ზესტაფონის რაიონული სასამართლო“

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია