Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

30-01-2014
ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს აპარატის თარჯიმნის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს აპარატის თარჯიმნის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 თებერვალი, ხოლო მანდატურის სამსახურის მანდატურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 13 თებერვალი,  ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალქალაქის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია