Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

არარატ ესოიანი
არარატ ესოიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1965 წელს ქ. ახალქალაქში.

 

განათლება

1982 წელს დაამთავრა ქ. ახალქალაქის N2 რუსული საშუალო სკოლა.

 

1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელიორატიული ინსტიტუტი ინჟინერ ჰიდროტექნიკის სპეციალობით.

 

2000 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიურ-პედაგოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სამოსამართლეო სემინარები და ტრენინგები.

 

სამუშაო გამოცდილება

1989-1991 წლებში მუშაობდა ახალქალაქის - რაიონთაშორისო სამშენებლო გაერთიანებაში (სამშენებლოს ტრესტი) - საპროექტო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

 

1990 წელს მიიღო სახალხო სამეურნეო მმართველი სპეციალისტის კვალიფიკაცია თბილისის სახალხო სამეურნეო მართვის ინსტიტუტში.

 

1991-1992 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის კომერციული საწარმოების რეგისტრაციის კომისიის სპეციალისტად.

 

1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.

 

1997-2000 წლებში მუშაობდა ახალქალაქის წყალკანალის უფროსად.

 

1997 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ახალქალაქის კავშირი რეფორმების და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს, ამჟამად არაკომერციული იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია ათზე მეტი პროექტი, მათ შორის ანტიკორუფციული და იურიდიული.

 

2000 წელს დააფუძნა იურიდიული კონსულტაციის ცენტრი.

 

2002-2004 წლებში იყო ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ახალქალაქის ბიუროს ხელმძღვანელი.

 

2004-2005 წლებში მუშაობდა იურისტად ''დემოკრატ მესხთა კავშირის" ახალქალაქის ცენტრში.

 

2006-2016 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

 

2007 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

 

2017 წლის მაისიდან არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

 

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

 

2022 წლის ივლისიდან დანიშნულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.


აპარატი
მარიკა ვახტანგიშვილი

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
 
სურენ მარუკიანი
სურენ მარუკიანი

მენეჯერი
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:110)
ელ-ფოსტა: smarukiani@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 1 ნოემბერს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში.

1988-1999 წლებში სწავლობდა ქ. ახალციხის №3 საშუალო სკოლაში.

1999-2004 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის უცხო ენათა ფაკულტეტზე, სომხურ-ქართულის (ფილოლოგის) სპეციალობაზე.

2004 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. ახალქალაქის ტელეკომპანია ”ატვ-12-ში” საინფორმაციო გამოშვება ”მოამბე-ს” სინქრონულ თარჯიმნად, 2005 წლის ივნისიდან იგივე ტელევიზიაში ამავდროულად მუშაობდა ტელეჟურნალისტად და ტელეოპერატორად. 2005-2006 წლებში პარალელურად მუშაობდა გაზეთ ”სამხრეთის კარიბჭე-ში” ჟურნალისტად.

2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მაისამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე. 2007 წლის მაისიდან 2010 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მენეჯერის თანამდეობაზე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 
აიდა ჩერნეცკაია
აიდა ჩერნეცკაია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:103)
ელ-ფოსტა: achernetskaya@court.ge

ბიოგრაფია

აიდა ჩერნეცკაია დაიბადა 1985 წლის 28 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში.

1992-2003 წლებში სწავლობდა ახალქალაქის №15 რუსულ საშუალო სკოლაში.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2006 წლის 01 ივნილისიდან 2008 წლის 01 აპრილამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” ახალქალაქის ფილიალში, იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

2008 წლის 10 აპრილიდან 2010 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2008 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წლის მარტში ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2013 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე, იმავდროულად 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება.

2019 წლის 29 ივლისიდან დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის  თანამდებობაზე

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
 
სოსო სალთხუციშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 24 სექტემბერს

განათლება

2002 წელს დაამთავრა მარტყოფის N2 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016-2020 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და ტრენერთა ტრენინგი ამავე თემაზე; პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული.

2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს სტაჟიორი.

2007-2008 წლებში იყო რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი და შემდეგ სპეციალისტი.

2009-2013 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2013-2015 წლებში იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2015-2016 წლებში იყო - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.

2016-2019 წლებში იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე.

2019-2021 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე.

2021-2023 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე.

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.


აპარატი
ლუიზა გიქოშვილი
ლუიზა გიქოშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0361) 22-22-42 (შ/ნ:102)
ფაქსი: (0361) 22-22-42
ელ-ფოსტა: lgiqoshvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 15 აპრილს ქ. ახალციხეში.

1982 წ. დაამთავრა ქ.ახალციხის პირველი საშუალო სკოლა

1984 წელს დაამთავრა ახალციხის სას. სამ. ტექნიკუმი, საბუღალტრო სპეციალობა.

1984 - 1992 წწ. მუშაობდა ქ.ახალციხის სამშენებლო ტრესტში ბუღალტარდ.

1992 - 2005 წწ. მუშაობდა ახალციხის  რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში კანცელარიის გამგედ.

2003 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა.

2007 წლიდან  დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში მოსამართლის  თანაშემწის თანამდებობაზე.

 
ეკატერინე მეტრეველი
ეკატერინე მეტრეველი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:105)
ელ-ფოსტა: emetreveli@court.ge

ბიოგრაფია

დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით. კვალიფიკაციით იურისტი.

გავლილი აქვს საბაზისო, 40 საათიანი კურსი მედიაციაში,  სპეციალიზებული ტრენინგი საოჯახო, სამოქალაქო და ბიზნეს მედიაციაში, ასევე ტრენერთა ტრენინგი მედიაციის თემაზე,  ორგანიზებული ,,პოლონეთის მედიაციის ცენტრისა“ და ,, საქართველოს მედიაციის ცენტრი“-ს მიერ; გაიარა 40-საათიანი ტრენინგის კურსი ტრენერებისთვის სასკოლო/თანატოლთა მედიაციის თემაზე ორგანიზებული „მედიაციის ცენტრის“, კავშირ მეგობრობის ხიდი - ქართლოსისა და პოლონელი პარტნიორების „სამართლებრივი იტერვენციის ასოციაციის“  მიერ. 2014 წლიდან არის საქართველოს მედიაციის ცენტრის მედიატორი/ტრენერი მედიაციის საკითხებში. 2015 წლის 22 ივნისიდან - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და დამფუძნებელი. ამჟამად ხელმძღვანელობს გორის მედიაციის ცენტრს.

2007-2012 წლებში მუშაობდა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, ასევე 2008 წელს დაკისრებული ქონდა გორის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება.

საქმიანობდა ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაშურის ფილიალში ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის კათედრის პედაგოგ-მასწავლებლად; ხაშურის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა კავშირის იურიდიულ საკითხთა კოორდინატორად; ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ასოციაციის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის იურისტად.

გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში არსებული მოსამართლის თანაშემწის კურსები, ჩაბარებული აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საატესტაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის მიხედვით.

 
არამ ჯავარჯიან
არამ ჯავარჯიან

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე202
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია