ახალგაზრდათა ჯგუფი, ახალქალაქის №1, №2 და №4 საჯარო სკოლების მოსწავლეები და სკოლადამთავრებულები ”ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის” (ხელმძღვანელი შორენა თეთვაძე) პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 აპრილს ესტუმრნენ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს. ისინი დაესწრნენ სამოქალაქო საქმის სასამართლო სხდომაზე. მოსწავლეებმა სხდომის შემდეგ კითხვები დაუსვეს და მიიღეს პასუხები მათ კითხვებზე. გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც გამოიკვეთა ოთხი აქტიური მოსწავლე. მათ ასევე დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. |