
ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების კურიერის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს აპარატის თარჯიმნის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. -კონკურსის ეტაპებია: 1)აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, 2) გასაუბრება; -კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; -კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 06 მაისი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალქალაქის რაიონული სასამართლო".
|