Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

14-01-2015
ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ახალქალაქის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის საკადრო და საორგანიზაციო  საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწისა და  სხდომის მდივნის, ასევე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის კანცელარიის სპეციალისტისა და თარჯიმნის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცახდის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ეტაპების შესახებ დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 23 იანვარი. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალქალაქის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია