Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

17-02-2015
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით ბრალდებული ზ. ლ.-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა წარდგენილ ბრლდებაში. მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი სიყალბე, ასევე მოწმის მიერ არსებითად  ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, ჩადენილი პირადი მოტივით.

სასამართლოში ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

სასამართლომ გამოიკვლია საქმის მასალები და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდება არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ. ლ.-ის ბრალეულობაში.

ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ბრალდებული ზ. ლ.-ი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და იგი გაამართლა.
 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია